გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო , ამ გოგოს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს მარიამ ჭყონია!!! კიდევ ერთი მიზეზი რომ ამაყი ვიყოთ ქართველი ერით!! კიდევ ერთი ახსნა, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ათასწლეულების გამოწვევებს გაუძლოს! მეგობრებო, ლიუბეკის ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების ექიმი მარიამ ჭყონია არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში, რომ დაეხმაროს ქართველ კოლეგებს და საქართველოს მოსახელეობას!
მარიამ ჭყონია პატივი იყო თქვენი გაცნობა! ესეთი ადამიანები გვაძლევენ სტიმულს და სანიმუშონი არიან!!
მარიამ დიდი მადლობა ყველაფერი კარგად იქნება!! ძალა ერთობაშია“ , – წერს კონსული.
თავად მარიამ ჭყონიამ ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნდების გადაყვეტილება კოლეგების დასახმარებლად მიიღო.
“მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადნახევარზე მეტი ვიმყოფები გერმანიაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში. არსებული
ვითარებიდან გამომდინარე დაახ.10 დღის წინ გამოვთქვი სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში და დავხმარებოდი ჩემ ქართველ კოლეგებს.
სურვილის გამოთქმიდან ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ დამიკავშირდა ბატონი მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემომთავაზა 12 აპრილს საქართველოში დაბრუნება, რაზეც მას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. ამის შემდეგ დამიკავშირდა ბატონი
საქართველოს გენერალური კონსული გერმანიაში, რომელმაც 24 საათში 1000 კმ!!! გაიარა იმისთვის, რომ მე ბერლინის აეროპორტამდე მივეყვანე, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩამოვსულიყავი საქართველოში და აეროპორტშიც გვერდზე ედგა საქართველოს მოქალაქეებს!
ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ოპერატიულად და კომპეტენტურად მუშაობს ჩვენი საკონსულო გერმანიაში და მხარში უდგას ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ დროს.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!
მე კი 14 დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით შევუერთდები ჩემ გუნდს ინფექციური სნეულებებისა და შიდსის ცენტრში.
გისურვებთ ჯანმრთელობას.”