LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება: გიორგი კეკელიძე

2373
BeFunky-collage (2)

განმუხურში, სანაპიროზე გამორიყულ ძველ გემზე ბიბლიოთეკა მოეწყობა, ხოლო საზღვაო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი განყოფილება ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, რამდენიმე დღის წინ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას სახელობის იქნება. ამის შესახენ სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძემ დაწერა.

“ეს განმუხურის სანაპიროა. აქ ერთ წელიწადში გემი-ბიბლიოთეკა მოეწყობა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იქნება. ბესიკ არახამიასა და ზუგდიდელ ბიბლიოთეკართა გუნდთან ერთად ჩვენც შევიტანთ მცირე წვლილს – თავდაპირველად გემბანი-სამკითხველო იგეგმება, რომელსაც კარცერ-ლუქს-კაიუტები მოჰყვება. ერთი კაიუტა ტექნოლოგიებს მიეძღვნება, რომელიც შესანიშნავი ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას სახელობის იქნება.

ეს გემი ნაპირზე დგას, მაგრამ ყველაზე დიდ მანძილს გაივლის და ერთმანეთს სწორედ ასეთი გემებით დავუბრუნდებით ჩვენ და ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები – წიგნისა და განათლების”,-წერს კეკელიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები