LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გამოუსწორებელი ნაბიჯები გადადგან”

88

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბსურდულს უწოდებს იმ განცხადებებს, რომლითაც პოლიტიკოსების ნაწილმა რუსეთის ხელისუფლებისადმი მისი მიმართვა შეაფასა.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მძიმე პროვოკაციების ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

“მინდა კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა მძიმე ფაქტს. ორი ადამიანი იქნა დაპატიმრებული უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში და მივმართეთ რუსეთის ფედერაციას. მე მივმართე სპეციალური განცხადებით. დღესდღეობით სიტუაცია გვაქვს ასეთი, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის გათავისუფლებული და ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს, რაც უდაოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადების, რომელიც მე გავაკეთე.

მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ – პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები