LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოზე

97
BeFunky-collage (4)

ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს, – ასე ეხმაურება Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი საპატრიარქოს განცხადებას, სადაც მათ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს.

“რამდენის უფლებას აძლევენ თავს. ბოროტების სავანეა მართლა!”, — წერს თაბაგარი Facebook-ზე.

 

საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.

ვრცლად იხილეთ:

მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პროტესტი, 5 ივლისს შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ – საპატრიარქო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები