LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“ – მაია ბითაძე სტიქიის მიზეზებზე საუბრობს

157
racha (1)

„დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაჭაში, სტიქიური უბედურება რამდენიმე ბუნებრივი მოვლენის დამთხვევამ გამოიწვია.

„სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო რაოდენობის მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა – უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. ამ ხუთმა ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა. დაახლოებით ორ კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველა მოვლენამ ერთობლივად ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მაია ბითაძემ შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება ოჯახს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

„სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად აღარაფერია, არის კოტეჯების ფრაგმენტები“ – თემურ მღებრიშვილი

„დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო, ონიდან მოდიან“ – რუსთავის სკოლის 60-მდე მოსწავლე და მასწავლებელი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები