პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
“უამრავი მესიჯი მომდის, ბოდიში თუ ყველას ვერ გპასუხობთ. უღრმესი მადლობა მოკითხვისთვის და გამხნევებისთვის. ამ ეტაპზე, შედარებით თავს ვგრძნობ კარგად. ექიმების თქმით სერიოზული არაფერია”, – წერს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსი შეუძლოდ გახდა.