8 თებერვლიდან, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები ნაწილი მოიხსნება, თუმცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი ჯერჯერობით არ არის.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მოგვიანებით კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე დამატებითი განმარტება ინფრასტრუქტურის მინისტრმაც გააკეთა.
8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, საქალაქთაშორისო ტრასპორტი ამ ეტპაზე არ ამოქმედდება, ერთ კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული:
“ამ ეტაპზე, საქალაქთაშორისო ტრანპსორტის ფუნქციონირების აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე, რომელიც იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოქმედებს. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრასპორტი ამ ეტპაზე არ ამოქმედეება. ჩვენ შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ერთ კვირაში, მომდენვო პერიოდში და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შევაფასებთ, რამდენად გაზრდილია მობილობა, როგორია პირველი თებრვლიდან შემსუბუქების შედეგები, ტრანპსპროტის, სკოლების, სავაჭრო ობიექტების სრულად ამოქმედების შედეგად რა გვქნება.
ერთი კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება, ყველა ერთად დავაკვირდეთ ვითარებას. თუ ეს ვითარება იქნება სტაბილური, ან გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯები იქნება გადადგმული უფრო სწრაფად და უფრო თამამად”. – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.