“დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება.” – “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 17 მარტს, ქვეყნის მასტაბით ელექტრომომარაგების შეფერხების გამო, განმარტებას ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო. ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება:
“17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის “ახალციხე-500” მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს.
„ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო, ხოლო გაზსადენის “ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია” აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იფარება იმპორტით.” – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიაში ამბობენ, რომ ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეწყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე.