პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, „ამ ეტაპზე პუტინთან მოლაპარაკების იმედი არ არსებობს“. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს.
„როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ დღეს, აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები. თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი. პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს. პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, ასე რომ ბრძოლა გრძელდება“, – აცხადებს კირბი.