LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს“ – ნათია თურნავა

219
თურნავა

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურნავამ ის რისკებიც შეაფასა, რამაც შესაძლოა, ინფლაცია გაზარდოს.

„ამ ეტაპზე, ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას აჭარბებს. ამ ტენდენციის გაგრძელებამ შეიძლება წარმოქმნას ხარჯების გაძვირება და საბოლოოდ ეს ფასებზეც აისახება. ყველა ამ რისკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-მდე შეამცირა