LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, ბოიკოტს არ განვიხილავ – აქციები, საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მეტ მხარდაჭერას მოიტანს: ვაშაძე

91
გიორგი ვაშაძე

“ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილ 10- პუნქტიან გეგმას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, მზად არის, იმსჯელოს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ნაბიჯები შედეგისთვის უნდა გადაიდგას.

მისივე თქმით, აქციები და საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მეტ მხარდაჭერას მოიტანს და რომ ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განიხილავს:

“პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არის და არსად წასულა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, ეს შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მე არაფერს გამოვრიცხავ “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რა მოსდევს თითოეულ ნაბიჯს, რათა ისე არ მოხდეს, რომ ნაბიჯი გადავდგი და მეორე დღეს ხელში არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში გაცილებით მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მუშაობის უფრო ფართო ფრონტი გვჭირდება, სხვა შემთხვევაში “ქართული ოცნების” ელექტორალური ბაზისი არ შემცირდება და ოპოზიციის არ გაიზრდება.

“სტრატეგია აღმაშენებელს” ვერც ერთ შემთხვევაში, ვერავინ დააბრალებს არათანმიმდევრულობას, ჩვენ მივყვებით გეგმაზომიერად და ჩვენი სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ ჩვენი გეგმა წარდგენილი გვაქვს, რომელიც არის 7-პუნქტიანი, მათი არის 10-პუნქტიანი.

მზად ვარ, ვიმსჯელო ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ნაბიჯები უნდა გადაიდგას შედეგისთვის და არა იმიტომ, რომ ჰაერში დავრჩეთ და არაფერი აღარ იყოს. აქციებიც, საპარლამენტო და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მოიტანს მეტ მხარდაჭერას. ბოიკოტს ამ ეტაპზე არ განვიხილავ, ბოიკოტი არის ჩვენი მექანიზმი, რომელიც გვიჭირავს ხელში, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ვართ თანმიმდევრულები, ერთ დღეს ბოიკოტში და მეორე დღეს ბოიკოტიდან გასული “სტრატეგია აღმაშენებელი” არავის უნახავს.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა საზოგადოებას ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ხედვა წარუდგინეს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები