LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, 43 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს, 21 ბაზრიდან – 2

93
hero-shopping-secrets

28 იანვრის მდგომარეობით, ახალ პორტალზე- labour.moh.gov.ge, 43 მოლია რეგისტრირებული, რომელთაგან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, პორტალზე, სადაც ბიზნესი ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირდეს, მონაცემები ყოველდღიურად იცვლება.

„როგორც იცით 1-ელი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა. ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან გუშინდელი მონაცემებით 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ელი თებერვლიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა, ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ელი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო- საბითუმო ტიპის ობიექტები 24-ია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები