6 სექტემბრიდან დღემდე უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსებისგან 8 500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ანა მალიარის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია 388 დასახლებულ პუნქტს მოიცავს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 150 ათასს შეადგენს.
„ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ მაჩვენებლები მუდმივად ნახლდება, რადგან პროცესი დინამიკაშია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დამატებითი უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის ზომები, რათა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ“, – წერს მალიარი.