უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირპენში ოკუპანტმა, იმ ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით საკუთარი ფოტო დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ფოტო ირპენის მცხოვრებმა საკუთარ ბინაში იპოვა, რომელიც მანამდე რუსებმა გაძარცვეს.
“ამ ჭკვიანს ეგონა, რომ კამერა დამტვრეული იყო. ის ზედმეტად სულელი იყო იმისთვის რომ გაეგო, როგორ მუშაობს პოლაროიდი. დარწმუნებული ვარ, მალე შეიტყობთ ვინ არის ეს ბიჭი”, – წერს რადას დეპუტატი.