LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ბიჭებზე, მე არ ვიცი, რა შეიძლება ვწერო ან როგორ დავწერო.. მთელი დღე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაჰქონდათ პროდუქტი.. მადლობა თავდადებისთვის“ – თანადგომის კიდევ ერთი მაგალითი: რას წერს მოქალაქე სტიქიის ზონიდან

1169
fot (3)

გურიაში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ბოლო ცნობებით, სასტუმროში 110 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე ორასზე მეტი მოქალაქე. რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

სტიქიის ეპიცენტრიდან პერიოდულად იმ ადამიანების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც დასჭირდება, საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს უგროვებენ და ურიგებენ. თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგ ემოციურ ისტორიას ფეისბუკ ჯგუფში „ლანჩხუთი“ მოქალაქე ნინია ბარამიძე გვიზიარებს.

„ამ ბიჭებზე მე არ ვიცი რა შეიძლება ვწერო, ან როგორ დავწერო. მიშიკოს ფოტო მქონდა , დათოსი არა, და ტექნიკურად დავურეკე ახლა რომ ჩუმად გადამეღო ფოტო.

„ამ კაცს უნდა იცნობდეთ ყველა!...დილის 9 საათიდან სტიქიის ზონაშია მთელი დღე! ყიდულობს პროდუქტებს ქალაქში, ანაწილებს და ააქვს სოფლებში” - რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

„ამ კაცს უნდა იცნობდეთ ყველა!...დილის 9 საათიდან სტიქიის ზონაშია მთელი დღე! ყიდულობს პროდუქტებს ქალაქში, ანაწილებს და ააქვს სოფლებში” - რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

გუშინ ღამე ჩოჩხათის თემიდან მთხოვეს პროდუქტი, მგონი ღამის 11 საათზე უკვე ნაყიდი ჰქონდათ ყველაფერი და ავიდნენ ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სამწუხაროდ ისეთი საშინელი გზაა, ბოლომდე ვერ მივიდნენ, მაგრამ ირაკლი მარშანიშვილი შეხვდათ გზაზე, და დილის გეგმა დასახეს ერთად, მეც ვერ გავთვალე რამხელა რისკი იყო მათი ღამით იქ გაშვება…თან წვიმდა

მიშ იკო  Dato Zenaishvili

დღეს მთელი დღეა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დაჰქონდათ პროდუქტი, როცა მორჩნენ საღამოსკენ უნდოდათ მამათში ასულიყვნენ, მთხოვეს, მეხვეწეს მაგრამ ღამით ვერ გავუშვებდი, ფოტოებს მაჩვენებდნენ რომ ყველანაირი აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგრამ, ვერ გავრისკავდი.

დათო ჯარში მსახურობს, ემსახურება ქვეყანას, ითხოვა და ხვალ გააგრძელებს მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობას.

მიშა ხვალ მოლოდინშია, გაათავისუფლებენ თუ არა.

მადლობა ბიჭებო თქვენ თავდადებისთვის“, – წერს ნინია ბარამიძე და ფოტოებს გვიზიარებს.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები