შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო ცხადაძე, პატრულის თანამშრომლის და პირველკლასელის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, პატრულის თანამშრომლებმა, საკუთარი შვილები ვერ წაიყვანეს სკოლაში, თუმცა სხვებს ეხმარებიან.
“პატრულთან სელფის გარეშე როგორ შეიძლებოდა. ❤ მართალია ამ ბიჭებმა საკუთარი შვილები ვერ წაიყვანეს სკოლაში და ბაღში, მაგრამ მერე რა, სხვა პატარებს ეხმარებიან დილიდან,” – წერს ნინო ცხადაძე.