სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელმა ნათია კოპალამ საზოგადოებას გაუმხილა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპული 12 წლის ბიჭუნას ნახატმა შთააგონა.
ნათია წერს:
„ბათუმში, გადაწვეტილების მიმღები პირი რომ ვიყო, ამ ნახატს (ყველამ ვიცით, გარდაცვლილმა ბავშვმა დახატა საკუთარი თავი და დედა) მემორიალის სახეს მივცემდი.
აჭარის მთავრობა, არჩილ ჩიქოვანი, თორნიკე რიჟვაძე, თუ მომისმენთ, გჩუქნით ამ იდეას!..
მეგობრებო, შემომიერთდით თუ ფიქრობთ რომ იდეა განხორციელებად ღირს“.