7 აპრილს, მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. სოციალურ ქსელში “აფხაზური ამბები” აქვეყნებს ფოტოებს, სადაც დაღუპული ცოლ-ქმარია.
გარდაცვლილ წყვილს მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავდა, რომელიც უდედმამოდ დარჩა.
“ამ ბავშვის ცოდვით ვერავინ გაიხარებს. რუსეთსაც მოეკითხება და ჩვენს მთავრობასაც!” – წერია გავრცელებულ პოსტში.
გალიდან მდინარის გადმოცურვის მცდელობისას სამი ადამიანი დაიხრჩო