ევროდეპუტატებმა პლენარული სხდომის ფარგლებში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში შექმნილი ვითარება განიხილეს, აღნიშნეს, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ვერ დარჩება დიდი ხნით მძევლად. ევროპელი კანონმდებლები ქართველ კოლეგებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდებენ და ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი მედიაცია შედეგს გამოიღებს.
ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. ევროდეპუტატის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ამ არეულობისთვის ორივე ბანაკის პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები. ისინი საკუთარ ეგოს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ და ირჩევენ თანამშრომლობის ნაცვლად, პოლარიზაციას ირჩევენ. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციდაან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც გავაკეთეთ კიდეც. პრობლემის გადაჭრის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ შემდეგი არჩევნების დრო და ბედი. ეს არჩევნები მხოლოდ დროებით მოაგვარებს პრობლემას და არ იქნება ხანგრძლივი გადაწყვეტის გზა, ახალი სრულყოფილი საარჩევნო სისტემის გარეშე.
ჩვენ ვხედავთ, როგორ იმეორებს კრიზისი თავის თავს. სასამართლო სისტემის რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში, არ შეგვიძლია, ამ რეგიონში არ ვიყოთ მომდევნო კრიზისის დროს“.– განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი კომპრომისის მიღწევაში: ჟოზეპ ბორელი
კრამონმა სოციალურ ქსელ “ტვიტერშიც” გააკეთა განცხადება.
„ყოველ ჯერზე, როდესაც სააკაშვილი რამეს იტყვის, ამბობს, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ არეულობაში ექცევა. ეს არის არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა. სწორედ ამიტომ ვახსენე ისინი(მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი) ერთ წინადადებაში“. – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერში“.