LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მწარე მარცხი უნდა განიცადოს ხელისუფლებამ, რათა საქართველო კვლავ დაადგეს განვითარების გზას: დამენია

42
1

“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები წინა ხელისუფლებაზე ადასტურებს იმას, რომ მათი მმართველობის პერიოდში, ფაქტობრივად, არაფერი არ გაკეთებულა.” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, ლაშა დამენია და პრემიერ-მინსიტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მათს წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

როგორც დამენია აღნიშნავს, ამ 9 წლის განმავლობაში, მმართველ გუნდს, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია და ქვეყნის წინსვლისთვის არანაირი რეფორმა არ ჩატარებულა:

“ქართული ოცნება” 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს კვლავ განცხადებას აკეთებს 18 წლის წინანდელ ხელისუფლებაზე, ეს იმის დამადასტურებელია, რომ “ქართულ ოცნებას” ამ 9 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი არ გაუკეთებია, არანაირი რეფორმა არ ჩატარებულა ქვეყნის წინსვლისთვის.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მწარე მარცხი უნდა განიცადოს ხელისუფლებამ, რათა საქართველო კვლავ დაადგეს განვითარების გზას.” – განაცხადა ლაშა დამენიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში “ქართული ოცნების” მერის კანდიდატურის წარდგენის ცერემონიალზე, საკუთარ განცხადებაში წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები