ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი კოლეგისა და მეგობრის, ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების შესახებ წერს და მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ირკვევა, გოგონა გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახის ახლობლები წერენ, ის მე-13 სართულიდან გადმოვარდა. მომხდარზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.
“ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი… ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია. ძალიან ვწუხვარ…” – წერს მარიამ კუბლაშვილი.
ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ქეთევან გიორგიშვილმა მიიღო დოქტორის სამეცნიერო ხარისხი კიოლნის უნივერსიტეტში.
ამასთან, იყო საჯარო მმართველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.