LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: “ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული”

50
BeFunky-collage (10)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, დაგროვდა კრიტიკული კითხვები, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მკაფიო პასუხები.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩომ და ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება.

ღუდუშაური ასევე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან გაწეულია, თუმცა რჩება ქვეყნის გულშემატკივრად.

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

„ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ- ისთან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება ყველაფერს ნათელი მოფინოს და შინაარსობრივ მხარეზე გააკეთოს საელჩომ და თვითონ ელჩმა განცხადება,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები