LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფოს“ წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მსვლელობით მივიდნენ – ფერაძეს შეძახილებით ემუქრებიან, მობილიზებულია პოლიცია

211
ალტ-ინფო

პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს ემუქრებიან.

ისინი შეიკრიბნენ და აქტივისტის სახლისკენ მსვლელობით გაემართნენ. ფაქტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა „ალტ-ინფოს“ საინფორმაციო არხებით გავრცელდა.

ნატა ფერაძემ მის მიმართ გამოთქმულ მუქარებთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა

როგორც აქტივისტი სოციალურ ქსელში წერს, მისი მისამართით მუქარები მას შემდეგ არ წყდება, რაც მან 9 იანვარს ვიდეოკადრები გაავრცელა.

მსვლელობა კი, გუშინ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაორგანიზდა.

თავად აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მის სახლთან პოლიცია მობილიზებული.

„გამხეცებულად ყვირიან. „ალტ-ინფოა“. მთელი ეკლესიები თავზე დაგვემხო და იმაზე რეაქცია არ ჰქონდათ და ამ რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოსახული, ეს დაიმართეს. ეს აგიტაცია აყვანილია უმაღლეს დონეზე,“ – განუცხადა ნატა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ.მატრონას ხატზე, რომელზედაც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს.. ეკლესია ქრისტეზე უყვება, ისინი კი თავის მსმენელს სტალინზე უყვებიან“

„ჩადენილი იქნა მძიმე ცოდვა, შეურაცხყვეს ნეტარი დედა მატრონა მოსკოველის ხატი – ვევედროთ დედა მატრონას, ქართველებს ეს მკრეხელობა აპატიოს“ – მეუფე სპირიდონი

გამოყენებულია „პუბლიკის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები