LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფოს” კანონპროექტის განხილვა 60 დღით გადავადდა

169
ალტ-ინფო

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ კანონპროექტის განხილვა კიდევ 60 დღით გადაიდო.

ამის შესახებ ცნობილი 3 მაისის ბიუროს სხდომაზე გახდა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 3 კანონში ითვალისწინებს – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „სისხლის სამართლის კოდექსში“.

ვაკის პარკში, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა ჩამოგლიჯა

შემთხვევა შაბათს მოხდა, თუმცა ვასილ გოგალაძე პრორუსული და ანტიუკრაინული განცხადებებით მანამდეც აქტიურად გამოირჩეოდა, რომელსაც ის სოციალურ ქსელში დღემდე ხშირად ავრცელებს.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში „ალტ-ინფოს“ აღნიშნული მუხლების ჩამატებას ითხოვს:

 

  1. „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას;
  2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას“.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები