ზურა მახარაძე „ალტ-ინფოს” პარტიის თავმჯდომარე აღარ არის.
როგორც რეესტრში ჩანს, ცვლილება პარტიის რეგისტრირებულ მონაცემებში 11 აპრილს შევიდა და ახალი ცვლილებებით პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა გახდა.
პარტია 2021 წლის დეკემბერში დაფუძნდა და თავდაპირველად მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იყო, გიორგი ქარდავა კი გენერალური მდივანი.
ცვლილებების შემდეგ კი, როგორც აღვნიშნეთ, გიორგი ქარდავა პარტიის თავმჯდომარე გახდა, გენერალური მდივანი კი შოთა მარტინენკო.
11 აპრილს ასახული ცვლილებებით, შეიცვალა ასევე პარტიის სახელი და მას ახლა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ჰქვია.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ, გამოცემა “პუბლიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ შინაარსობრივი ცვლილებები არ მომხდარა.
“უბრალოდ ზურასთან დაკავშირებით სხვა რაღაც აქტივობებს ვაპირებთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ არა. ცხადია რჩება პარტიაში, ჩვენთანაა. უბრალოდ თავმჯდომარე არ არის”, – აცხადებს მორგოშია