„ჩვენ მივესალმებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილს, გაერთიანდეს ჩრდილოეთ ოსეთთან რუსული სახელმწიფოს ფარგლებში“, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რითაც ის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადება გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებისთვის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ნაბიჯი სრულად აკმაყოფილებს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს“, – განაცხადა ე.წ პრეზიდენტმა.
როგორც ბჟანიას განცხადებაშია ნათქვამი, ამ კონტექსტში აფხაზეთის „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ პოზიციასთან დაკავშირებით, მან თქვა:
„სუვერენული „დამოუკიდებელი აფხაზეთი“ აშენებს და განაგრძობს ურთიერთობას ძმურ მოკავშირე რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულების მკაცრი დაცვით, რომელიც შეიცავს შემდეგ დებულებებს:
1. კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმართვა;
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნა;
3. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირება;
4. აფხაზეთის „რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
5. რუსეთის ფედერაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელებული პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესებში აფხაზეთის „რესპუბლიკის“ სრული მონაწილეობის პირობების შექმნა.“ – ნათქვამია განცხადებაში.
„მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა: ანატოლი ბიბილოვი