LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალპინისტებმა რთული მარშრუტი გადალახეს, რათა შესაწირი ყუთი გაეძარცვათ

118
1693144409-3156

შვეიცარიაში ალპინისტებმა შესაწირი ყუთი გაძარცვეს, რომელიც 2 კმ-ზე მაღლა მდებარეობდა.

ადგილზე მისასვლელად ქურდმა ალპინისტებმა ხეობა წვრილი ფოლადის ტროსებზე გადალახეს, რაც გემის უღელტეხილზე მეკლდეურობაში ერთ-ერთი რთული მარშრუტია. ყუთი, რომელიც 2350 მეტრის სიმაღლეზეა, მეკლდეურობის ადგილობროვ კლუბს ეკუთვნის. ის გატეხილი და ცარიელი აღმოაჩინეს.

გიდისა და კლუბის წევრის რიჩარდ ვერლენის თქმით, ყუთში დაახლოებით 400-500 შვეიცარიული ფრანკი (420-520 ევრო) იდო.

მარშრუტი კლასიფიკაციით ერთ-ერთი ურთულესია და ბევრი წინაღობის გადალახვას მოითხოვს. ამ ყუთამდე მხოლოდ ყველაზე გამოცდილი ალპინისტები თუ მივიდოდნენ.

კლუბში აღნიშნეს, რომ ამ დროს, როდესაც კარგი ამინდებია, მწვერვალამდე ბევრი ალპინისტი მიდის და ქურდების დადგენა ფაქტობრივად გამორიცხულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები