ალპებში მთებზე გადმოკიდებულ სასტუმროს ააშენებენ. საინტერესო იდეის ავტორი დიზაინერი ანდრეი როჟკო გახდა. მას სურს, რომ ააგოს შენობა, რომელიც კლდეზე იქნება გადმოკიდებული და ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს ყინულის დნობისგან შექმნილი ფორმაა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს გვერდით მცირე ზომის აეროდრომიც განთავსდება, რადგან კომპლექსამდე მისაღწევად ერთადერთი გზა ვერტმფრენია. როჟკოს განცხადებით, პროექტზე მუშაობისას მისი შთაგონების მთავარი წყარო მთის პეიზაჟები იყო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უნიკალური დიზაინი შეექმნა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება სასტუმროს შიდა დიზაინი და სპეციალისტები მის ასაგებად საუკეთესო ადგილს არჩევენ.