LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის – მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

115
ალმატი

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში – ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას ცეცხლი უკიდია. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

ალმათიში ქალაქის ადმინისტრაციის შენობის გარდა, პროკურატურაც იწვის. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მომიტინგეები ფიზიკურად უსწორდებიან სამედიცინო მუშაკებს და არბევენ საავადმყოფოებს.

დღის სამი საათისთვის დაშავდა სასწრაფოს ხუთი თანამშრომელი, დამწვარია ორი რეანიმობილი.

სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, ალმათის აქციის მონაწილეები წვავენ მანქანებს და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს.

აქციებია ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც – დემონსტრანტებმა ქალაქ აქტივობებში ადმინისტრაციის შენობის დაკავება მოახერხეს. იქ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარი თქვა.

ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ატირაუსა და აქტაუს ზოგიერთი ძალოვანი წარმომადგენელი დემონსტრანტების მხარეს გადავიდა.

ყაზახეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას 5 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საწვავის გაძვირების გამო, ყაზახეთის მთავრობა გადადგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები