NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩზე ხმის მიცემა დღეს, თბილისის დროით დილის 09:00 საათზე დასრულდა.
როგორც მოგეხსენებათ, მესამე შუალედური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი და”დალასის” ცენტრი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში 299 584 ხმით მერვე ადგილზე იმყოფებოდა. ზაზას “ოლ სტარში” მოსახვედრად სამეულში მოხვედრა სჭირდება.
ორივე კონფერენციის ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო სათადარიგოებს მწვრთნელები, შესაბამისად, თუკი ზაზა ფაჩულია გამოკითხვის შედეგად სამეულში ვერ მოხვდა, მისი შესანიშნავი სეზონის გათვალისწინებით, მაინც არის იმის შანსი, “დალასის” მწვრთნელმა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მონაწილეობის უფლება მისცემს.
გამოკითხვის საბოლოო შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება.
NBA All Star-ის მატჩი კი 14 თებერვალს კანადაში, ტორონტოში გაიმართება.