LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო საავადმყოფოში 50 ადამიანი გადაიყვანეს

74

ახალი წლის პირველი ორი დღის განმავლობაში თბილისის მასშტაბით კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების 161 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც “ფორტუნას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 161 გამოძახებიდან 127  შემთხვევაში მიზეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია იყო. მათგან 43 პაციენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კვებითი ინტოქსიკაციის სიმპტომების გამო, სასწრაფო დახმარება დედაქალაქში 34-ჯერ გამოიძახეს. მათგან შვიდი პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც ცენტრში აცხადებენ, დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო გასულ წელსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები