LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alibaba თურქეთში $2 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

120
6859_dhaphoto1

Alibaba Group Holding-ის წარმომადგენლების თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტი თურქეთში $2 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

Alibaba-ს პრეზიდენტის მაიკლ ევანსის თქმით, ინვესტირების ვადები უახლოეს მომავალში დაზუსტდება და დასძინა, რომ თურქეთს აქვს პოტენციალი, გახდეს ელექტრონული ექსპორტის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმის Trendyol-ის პრეზიდენტი ჩალაიან ჩეტინი, რომლის ინფორმაციითაც Alibaba-ს ხელმძღვანელობა ანკარაში მონაცემთა და ლოგისტიკური, სტამბოლის აეროპორტში კი საექსპორტო ოპერაციული ცენტრის შექმნასაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ Alibaba Group Holding-ი ამჟამად Trendyol-ის 76.1%-იან წილის მფლობელია.

ცნობისთვის, თურქეთის ელექტრონული კომერციის სექტორის მთლიანი მოცულობა გასულ წელს 109%-ით გაიზარდა და 800 მილიარდ ლირას გადააჭარბა. ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში ყველა სახის ვაჭრობის თითქმის მეხუთედი ონლაინ ვაჭრობაზე მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები