2018 წლის იანვარში, აუქციონის სახლი RM Sotheby’s გასაყიდად უნიკალურ Alfa Romeo G1-ს წარმოადგენს, რომელიც 1921 წელს არის აწყობილი. სულ Alfa Romeo-მ ასეთი 52 მოდელი გამოუშვა. ავტომობილის გასაყიდი სავარაუდო ფასი 1,5 მილიონი დოლარია.
Alfa Romeo G1 აღჭურვილია მარკის პირველი ექვს ცილინდრიანი, 6,3 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 70 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილს ოთხ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 138 კმ/სთ-ია. მოდელმა წარმატებას ავტოსპორტშიც მიაღწია – Coppa del Garda-ს რბოლა მოიგო.
გასაყიდად გამოტანილი ავტომობილის შასის ნომერია 618 – რომელიც ერთ-ერთი ადრეული ვერსიაა. მისი პირველი მფლობელი ავსტრალიელი მყიდველი იყო. ავტომობილმა მეპატრონე რამდენჯერმე შეიცვალა. 1965 წელს კი კოლექციონერმა როს ფლუელ სმიტმა შეიძინა. Alfa Romeo ორჯერ აღადგინეს – 1970 და 2000 წლებში და ის ახლა სრულიად მუშა ეგზემპლარია.