LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alexander Gardi-ში საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

682

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიათა ქსელში – Alexander Gardi, საზაფხულო აქცია დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს Alexander Gardi-ის მაღაზიებში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

”ფასდაკლებები ეხება როგორც ქალისა და მამაკაცის, ისე ბავშვის კოლექციებს. აქცია საზაფხულო სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამის, ფეხსაცმლის ჩვენთან შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ფასდაკლების გარდა, მეორე წყვილ ფეხსაცმელს საჩუქრად მიიღებს”, – განაცხადეს Alexander Gardi-ში.

ცნობისთვის, თურქული ბრენდი Alexander Gardi ქართულ ბაზარზე 2013 წლიდანაა წარმოდგენილი და ფლობს მაღაზიებს : ქობულეთში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში. რაც შეეხება თბილისს, აქ Gardi-ის მაღაზიები განთავსებულია ”თბილისი მოლში”, ”გლდანი მოლსა” და ”ისთ ფოინთში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები