გუშინ კუნძულ ლიდოზე ვენეციის კინოფესტივალი გაიხნა. როგორც წესი, გახსნის დღეს წითელ ხალიჩაზე უამრავმა ვარსკვლავმა მოიყარა თავი. იფიციალურად ფესტივალი გახსნა ფილმმა „ევერესტი“, სადაც მთავარ როლს ჯეიკ გილენჰაალი ასრულებს. ჩვენებაზე თეთრ გამჭვირვალე კაბაში მივიდა ალესანდრა ამბროსიო, რომლის სამოსიც იმ საღამოს ყველა წამყვანი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა.
რაც შეეხება ჟიურის, მისი შემადგენლობა ჯერ კიდევ ივლისში გახდა ცნობილი: ოსკაროსანი რეჟისორი ალფონსო კუარონი, მსახიობები ელიზაბეტ ბენქსი და დაიან კრიუგერი, პოლონელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი, თურქი კინორეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი, ბრიტანელი რეჟისორი ლინ რამსი, ჩინელი რეჟისორი ხოუ სოიასანი და მწერალი ემანულე კარერი. ჟიურის თავმჯდომარე კი „კრავთა დუმილის“ რეჟისორი ჯონატან დამეა.
ალესანდრა ამბროსიო
ჯეიკ გილენჰაალი
ნასტასია კინსკი
დაიან კრიუგერი
პას ვეგა
ვენეციის კინოფესტივალის ჟიური