LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალესანდრა ამბროსიო პრემიერაზე საქმროსთან და შვილებთან ერთად მივიდა

50

36 წლის ალესანდრა ამბროსიო თაყვანისმცემლებს ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოებით ხშირად არ ანებივრებს. თუმცა, ფილმისთვის „Daddy’s Home 2“ მან გამონაკლისი დაუშვა.

ფილმში მოდელს პატარა როლი ერგო, თუმცა თავი ვალდებულად ჩათვალა, პრემიერაზე ებრწყინა. ალესანდრა წითელ ხალიჩაზე საქმროსთან, ჯეიმი მაზურთან, ქალიშვილ ანასთან და ვაჟთან, ნოასთან ერთად მივიდა. პატარებს კამერების წინ თავი საკმაოდ თავდაჯერებულად ეჭირათ.

მოდელმა გრძელი კაბა აირჩია ღრმა დეკოლტეთი. ალესანდრა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავად გამოიყურებოდა. ოჯახი სიხარულით პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე და თავიანთი გრნობების გამოხატვას არ ერიდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები