Goal.com-ის ინფორმაციით, ლონდონის ”არსენალის” ჩილელი ნახევარმცელი ალექსის სანჩესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის მზადაა.
სანჩესს სურს, გახდეს ”არსენალის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. იგი ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება ამ მაჩვენებლით. ალექსისზე მეტს მხოლოდ მესუთ იოზილი და ტეო უოლკოტი გამოიმუშავებენ – მათი ხელფასი კვირაში 140 000 გირვანქაა, სანჩესის კი 130 000.
ინტერნეტპორტალის ცნობით, ”არსენალი” მზადაა ჩილელი ფეხბურთელის მოთხოვნის შესასრულებლად, ლონდონურ გუნდს მასთან ხუთწლიანი ხელშეკრულების დადება სურს.
მოქმედი კონტრაქტი მხარეებს შორის ძალაში 2018