ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.
ალექსი პეტრიაშვილს 2016 წლის თებერვალში თავს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა მოგვიანებით პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით ლევან მექვაბიშვილი დააკავეს.