ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, ალექსის სიმსივნის სამკურნალოდ უკვე მესამე ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. მის ჯგუფში სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ნინო სეხნიაშვილი წერს, მესამე ქიმიამ საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. გთავაზობთ პოსტს:
„ალექსის გულშემატკივრებო, მინდა სასიხარულო ინფორმაცია გაგიზიაროთ? ვიცი როგორ გულშემატკივრობთ ალექსის, რისთვისაც ჩვენი ბიჭი დიდ მადლობას გიხდით♥️ როგორც იცით, რიგით მესამე ქიმიოთერაპიის კურსი დასრულდა. დღეს ექოსკოპია გადაუღეს და როგორც ექიმმა თქვა, 12-სანტიმეტრიანი წანაზარდი საკმაოდ შემცირებულია, ამჟამად 6 სამტიმეტრია, განახევრდა. რა თქმა უნდა, ექოსკოპია ზუსტ, დანამდვილებულ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, თუმცა ფაქტია, რომ სიმსივნე საკმაოდ დაპატარავებულია. უფრო ზუსტ, დეტალურ ინფორმაციას ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ მოგაწვდით, რომელიც 10 დღეში ჩაუტარდება. აი, ასე ყოჩაღად იბრძვის ჩვენი ბიჭი და ამ საშინელ დაავადებას ამარცხებს. იმისათვის, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებაა საჭირო. როგორც ვიცით, მკურნალობა საკამაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. კიდევ რამდენი ქიმიოთერაპიის კურსი დასჭირდება, ექიმები ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნებიან, თუმცა ახლა მზადება შემდეგი კურსისთვის უნდა დავიწყოთ. ის თანხები, რაც მოგროვდა შემდეგი ქიმიოთერაპიის კურისთვისაც საკმარისი არის, მაგრამ ამის შემდგომი ქიმიოთერაპიებისთვის რამდენად გვეყოფა, არ ვიცით, ამიტომ კიდევ ერთხელ, ერთიანობით შევძლებთ, რომ ჩვენს გმირ ბიჭს დავეხმაროთ♥️♥️♥️ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რომ ალექსი ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს ♥️♥️
#დავეხმაროთალექსის
რეკვიზიტები
#GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი
მიმღები: ბექა პატურაშვილი(ალექსის მამა)
დანიშნულებაში მიუთითეთ ალექსი“.