ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მან დაარწმუნა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, არ „გაენადგურებინა“ ვაგნერის ჯგუფი და მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
ლუკაშენკომ ისაუბრა მოლაპარაკებების შესახებ და თქვა, რომ შეთანხმების შესაბამისად, პრიგოჟინი მის ქვეყანაში იმყოფება.
„ყველაზე საშიში, როგორც მე მესმის, არის არა ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მისი შედეგები. მე ასევე მივხვდი, რომ მიღებულ იქნა მკაცრი გადაწყვეტილება – განადგურება. პუტინს ვთავაზობდი არ აჩქარებულიყო: „მოდით ვისაუბროთ პრიგოჟინთან, მის მეთაურებთან“, – თქვა ლუკაშენკომ.
როგორც ლუკაშენკო აცხადებს, მას პუტინმა უთხრა – „მისმინე ალექს, ეს უსარგებლოა. [პრიგოჟინი] ტელეფონსაც კი არ იღებს, არავისთან საუბარი არ სურს“. მაგრამ ლუკაშენკომ თქვა, რომ მოახერხა პრიგოჟინის ხელში ჩაგდება და გააფრთხილა ის, რომ „ბუზივით გაანადგურებდნენ“, თუ „ვაგნერის“ ჯარები მოსკოვისკენ წინსვლას გააგრძელებდნენ.
ლუკაშენკომ მოლაპარაკებებზე საუბრისას თქვა, რომ პრიგოჟინთან უხეში საუბარი ჰქონდა გინების ლექსიკით: „იყო 10-ჯერ მეტი გინება (მე მოგვიანებით გავაანალიზე), ვიდრე ჩვეულებრივი ლექსიკა“.
ამავე თემაზე:
ევგენი პრიგოჟინმა „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვის და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა