LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა

107

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია.

„სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცე-პრემიერი. მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას, ბუნებრივია, შესაბამის უწყებებთან ერთად. მინდა წარმატება ვუსურვო სანდროს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს და ჰქონდეს სრული ინფორმაცია. აღმასრულებელი ფუნქცია, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ბიგვავას დარჩება, როგორც ის არის აქამდე და სანდროსთან ერთად გააკეთებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის წარმართვას.
ეს პოლიტიკა გახდება უფრო აქტიური, იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა. ასეთი ინიციატივები სანდროს ძალიან ბევრი აქვს, ასევე ახალგაზრდობის მიმართულებით ისინი ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად დაგეგმავენ კიდევ უფრო საინტერესო პოლიტიკას და პროგრამებს. ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გაძლიერდება ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციის ატანასთან ერთად.

ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე- პრემიერი და ის ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს, კახა კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი და მოგეხსენებათ, არის პარტიის გენერალური მდივანი, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით. სანდროს ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები