ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უწყებაში აღარ მუშაობს. ჭიკაიძემ ქონებრივი დეკლარაცია 24 იანვარს შეავსო. დოკუმენტში მითითებულია, რომ ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის დეკემბერში საბჭო გაუქმდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნა. ახალ უწყებაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჭიკაიძე აღარ მუშაობს.
ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. შემდეგ კი მუშაობა კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელა, სადაც 2015 წელს ხელფასის სახით 40 131 ლარი, 2016 წელს 71 700 ლარი, 2017 წელს კი 62 095 ლარი მიიღო.