მოდელსა და ტელეწამყვან ალექსანდრა პაიჭაძეს, რომელსაც ახლახან გოგონა, ვიქტორია კოდუა შეეძინა, მისი გამომწერები „ინსტაგრამზე“ სხვადასხვა შეკითხვას უსვამენ, რაზეც ალექსანდრა სიამოვნებით პასუხობს.
ერთ-ერთი გამომწერი მოდელს სწერს, რომ ჩანს, როგორი კარგი დედაა ალექსანდრა, ასევე უზიარებს მოსაზრებას, რომ მისი ქალიშვილი მამას, დავით კოდუას ჰგავს, რაზეც ალექსანდრა პასუხობს:
„კი, ვიკი მამიკოს კოპიოა, თუმცა იცვლება დილა-საღამოს. რაც შეეხება დედობას, არაფერს ვაკლებ, არც ვაჭარბებ…“
ალექსანდრა ასევე აღნიშნავს, რომ პრენატალურ დეპრესიას ებრძვის იმის გაცნობიერებით, რომ ეს „სევდა“ დროებითია.