LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრა პაიჭაძე ქალებს ურჩევს, როგორ გათავისუფლდნენ ძველი სიყვარულისგან: „დაიწყეთ სულ ცოტათი და მუღამი თავისას იზამს…“

5577
paichadze

ალექსანდრა პაიჭაძე ქალებისთვის რეკომენდაციას აქვეყნებს და წერს, რომ რომანტიკული ურთიერთობა სხვა მამაკაცთან ვერ შედგება, სანამ ქალი ემოციურად წინა სიყვარულს არ შეელევა:

„სანამ, ქალი, გოგო, მშვენება, წინა ურთიერთობის ენერგეტიკულ ჯაჭვს არ ჩახსნის და არ შეელევა ემოციურად, თავის აწ უკვე ყოფილ სიყვარულისა და ვნების ობიექტს, მანამდე ყველა სხვა მამაკაცისთვის, რომელიც მის შეყვარებას გადაწყვეტს, იქნება ტოქსიკური, მომწამვლელი და არაფერი ახალი არ გამოვა იოლად, რომანტიკულ და სასიყვარულო ურთიერთობების გარშემო..

რა უნდა ქნათ, რომ მალე დასრულდეს ეს მიჯაჭვულობა?..

დაკავდით!

დრო გაავსეთ საკუთარი თავისთვის მიძღვნილი სამუშაო საათებით, შევსებით, ახლის შესწავლით, გონებრივი, თუ ფიზიკური განვითარებით. სიყვარულის გაზიარებით და გამომჟღავნებით, თითოეული დეტალის მიმართ… ამ წამს, ყველა ნიუანსით და ქმედებით სიამოვნებით… დაიწყეთ სულ ცოტათი და მუღამი თავისას იზამს… რასაც ვაკვირდები, ყველაზე გიჟური და მიმზიდველია ქალის ენერგეტიკა მაშინ, როცა ძველი ურთიერთობიდან გამოთავისუფლებული, ასმაგი შემართებით მიიწევს წინ…. ამიტომ მომწონდა ბავშვობაში მარტოხელა დედები (ასეთები იყვნენ, როგორიც ჩამოვწერე) და ამიტომ ჩავიფიქრე, ალბათ, მეც ასეთი მდგომარეობა პატარაობაში. ყველა სიკეთე წინაა და ირწმუნეთ ამის. გკოცნით, გოგოებო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები