საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრის, ქოუჩის, ალექსანდრე ჯეჯელავას ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გამოსვლა ,,აზროვნების აკადემიაში” სოციალურ ქსელებში აიტაცეს.
ამ ვიდეოში ის საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდა ვედავოთ სულელ ადამიანებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა:
„სულელებთან დავა არაჩვეულებრივი საქმიანობაა, მომწონს გამოთქმა: ”სულელებს არასდროს ედაოთ, თორემ თავის დონეზე დაგიყვანენ და მერე გამოცდილებით დაგჩაგრავენ”. ის სულელია, უკვე 20 წელია და შენ ახლა გაგასულელა. „ღორებს არ ეჭიდაოთ, რადგან თქვენ დაისვრებით და გოჭს უხარია”. უმეტესი ჩვენგანი შეგნების ეტაპზე ამ თავისუფლებაზე უარს ამბობს და შეძლებისდაგვარად გაეცლება სულელებს, ხანდახან მაინც წამოგვიკიდებენ ხოლმე.
130 წლის კაცი აღმოაჩინეს სადღაც და ძალიან დაინტერესდნენ მისით, ჟურნალისტი ეკითხება, თუ როგორ მიაღწია ამ ასაკამდე, მან კი უთხრა, რომ ცხოვრებაში არავის ედავება, კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელიაო, კაცმა კი მიუგო, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართო.
როგორც კი დავას შეწყვეტ, ცხოვრების კვირები და თვეები, სავარაუდოდ, მოგემატება. სადაც სადავოა და შენთან ახლოს მყოფი და ის გედარდება, ამაზე არაა ლაპარაკი. ლაპარაკია იმაზე, რაზე მოგვიშლია ნერვები და გვიდავია, სასწაული არზა გამოვა ყველაფრისა და არაფრის შესახებ“.