ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჯენიფერ ლოპესი ახალ ფილმში სტრიპტიზიორის როლს მოირგებს. გაირკვა, რომ კინოსურათის, Hustlers გადაღებები სტარტს ხვალიდან აიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯეი ლოს საქმრომ, ალექს როდრიგესმა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ა-როდი საცოლის მონაწილეობით მომავალ პროექტს ემოციურად გამოეხმაურა და ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
,,ეს მშვენიერი ქალი ხვალიდან ახალი ფილმის გადაღებებით დაკავდება. არ დაგასპოილერებთ, თუმცა ერთი სული მაქვს, იხილოთ მისი ტრანსფორმაცია განსხვავებულ ამპლუაში”, – დაწერა პოსტზე 43 წლის ექს-ბეისბოლისტმა.
შეგახსენებთ, რომ კინოსურათი, Hustlers, რომელშიც ჯენიფერ ლოპესს პარტნიორობას სხვებთან ერთად, ეპატაჟური რეპერი, ქარდი ბი გაუწევს, დღის სინათლეს 2020 წელს იხილავს.