LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეპოზე სირიის არმიამ სრული კონტროლი დაამყარა

103

სირიის სახელისუფლებო ძალებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ალეპოზე კონტროლი დაამყარეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ალეპო დიდი ხნის მანძილზე ამბოხებულების ხელში იყო.

„სირიის არმიის სარდლობით ალეპოში მშვიდობა და უსაფრთხოება დაბრუნდა,“ – ნათქვამია სირიის არმიის განცხადებაში.

ჯარისკაცების მტკიცებით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი ამბოხებულებმა და მშვიდობიანმა მოსახლეობამ სრულად დატოვა.

საკუთარ განცხადებაში აღრმია ალეპოს აღებას „ტერორიზმთან ბრძოლაში სტრატეგიულ გარდატეხად“ აფასებს.

მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაციის ოპერაცია ალეპოში 15 დეკემბერს დაიწყო. ორგანიზება საკუთარ თავზე რუსეთმა აიღო, მოქმედებები კი თურქეთთან შეათანხმა.

ევაკუაცია რამდენიმეჯერ შეწყდა, რადგან სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილიდან 35 ათას ადამიანამდე გამოიყვანეს. აღმოსავლეთ ალეპოს ამბოხებულები ოთხ წელზე მეტ ხანს აკონტროლებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები