LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეპოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს

89

ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი სირიის ხელისუფლებას ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქ ალეპოში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 17 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე უფლებადამცველებმა მინიმუმ რვა ეპიზოდი დააფიქსირეს, როდესაც სირიის ხელისუფლებამ ქალაქ ალეპოში ქლორი გამოიყენა.

შხამიანი გაზის გამოყენების შედეგად, მინიმუმ ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად კიდევ 200 ადამიანი დაშავდა.

ორგანიზაციის დასკვნა თვითმხილველების სატელეფონო და პირისპირ ინტერვიუს, ვიდეოების ანალიზს, სოციალურ ქსელებსა და ფორუმზე გავრცელებულ ფოტოებს ეფუძნება. გამოქვეყნებული ვიდეოებში ჩანს, როგორ ამოდის მომწვანო ფერის კვამლი ქალაქ ალეპოში.

“ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ძნელია ვთქვათ, რა სახის მასალა იყო გამოყენებული, თუმცა, სუნი, გარე ნიშნები და სიმპტომები, რომელზეც დაშავებულები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები მიუთითებენ, მოწმობს, რომ სამთავრობო ძალებმა სავარაუდოდ ქლორი გამოიყენეს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დაშავებულ მოსახლეობას შემდეგი სახის სიმპტომები აღენიშნება: ხველება, გულისრევა, ზოგჯერ – გონების დაკარგვა.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქლორის გამოყენების შედეგად, სირიის ქალაქ ალეპოში ხშირად მოხუცები და ბავშვები იღუპებიან, რომლებიც მოწამვლის შედეგად ხშირად იგუდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები