LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი: თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია

160
ალეკო-ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „თბილისი მშვიდობის კი არა, მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქია“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, პრობლემას წარმოადგენს საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების მდგომარეობა და ამის მაგალითად ელისაშვილს, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია მოჰყავს, როდესაც ვაზისუბანში, ლიფტმა ცოლ-ქმარი მოიყოლა.

თბილისში, ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა – ორივე ადგილზე დაიღუპა

ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ვაზისუბანში მომხდარ შემთხვევაზე – ამ კორპუსიდან ლიფტის შეკეთება-რეაბილიტაციაზე არავის მოუმართავს

ელისაშვილის თქმით, „თბილისის მერია და პროკურატურა მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს“.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულო არსებობს იმისთვის, რომ ახლა იქ ამ თემაზე ისაუბრონ.

„საკრებულოში რომ ვიყავი, ვსვამდით საკითხს ლიფტებთან დაკავშირებით და ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ურემი რომ გადაბრუნდება, მაინც არაფერი ეშველება ხოლმე საქმეს. ვხედავთ როგორი უპასუხისმგებლობაა, რას ავლენს თბილისის მერია. ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ ის „გრინსერვისი“ კიდევ ორ ტენდერში მონაწილეობს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მერია არის ერთი დიდი უპასუხისმგებლობა. ლიფტები იყო საკითხი, რომლის დასმაც კი რთული იყო. აბსოლუტურად აჯაფსანდალია. ადრე თბილისის მერიაში არსებობდა ლიფტების სამმართველო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაკეთდა „თბილლიფტად“, რომელმაც დაიწყო ლიფტების მომსახურება. ეს ხურდების „ჩაყრები“ არის აქედან, მაგრამ ამ კომპანიის პასუხისმგებლობა ვრცელდება ნაწილზე, ნაწილზე არ ვრცელდება. ახლა არის აბსოლუტური ქაოსი. ათასი ჯურის ლიფტია შემოსული: ძველი საბჭოთა ლიფტები, რომელსაც მოდერნიზება სჭირდება (ვინ აკეთებს ამ ძველი ლიფტების მოდერნიზებას? მის ექსპლუატაციაზე ვინაა პასუხისმგებელი?) და ახალი ლიფტები (რამდენად ხარისხიანია ეს ლიფტები, ვინმე ამოწმებს, რომ ეს ლიფტი შეიძლება ჩამოწყდეს?) ყველა ლიფტი, ყველა ამხანაგობა ცალ-ცალკეა პასუხისმგებელი. რა დააშავა იმ ოჯახმა, ცოლი და ქმარი რომ დაჭყლიტა ლიფტმა. ახლა მერიაც და პროკურატურაც მიდგება-მოდგება, ოღონდ ეს თემა გადაგორდეს და ვინმე კონკრეტულის პასუხისმგებლობა არ გამოჩნდეს. გავაგრძელებთ ცხოვრებას, სანამ მომდევნო ადამიანები დადგებიან სასიკვდილო საფრთხის ქვეშ.

მარტო შოუებს კი არ უნდა მართავდნენ ან იმ ხურდებს რომ აგროვებს ხალხი, რატომ აგროვებს? სირცხვილი არაა? სინამდვილეში, მშვიდობის ქალაქი კი არა, ეს არის მონჯღრეული და სასიკვდილო ინფრასტრუქტურის ქალაქი. სინამდვილეში, ასეთი ქალაქია თბილისი. ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა რაცაა, ის უკვე საფრთხის შემცვლელია. ხოლო რაც ახალი იქმნება, რამდენად ხარისხიანია, ღმერთმა უწყის“, – აცხადებს ელისაშვილი.

„თუ ლიფტის შახტაში ჩავარდით, სასწრაფოდ დაწექით“ – რა რეკომენდაციებს გვიზიარებს ეკა ჟვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები