საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ”პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში მოხდა.
ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რაზეც სოსო მანჯავიძემ მას მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა. „ჭკუას ნუ მასწავლი. პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება. პარტიიდან არ გაგაგდო ინაშვილმა?! “, – განაცხადა ელისაშვილმა.